პირველადი გადასახადისა და დეპოზიტის დაფარვის შემდეგ, გირჩევთ განმეორებადი გადახდების დაყენებას (მაგალითად, ავტომატური/პერიოდული გადარიცხვა). ამგვარად, თავიდან აიცილებთ გადახდების დაგვიანებას და დამატებით ჯარიმებს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ, სექცია 2-ში.
ჩვენ არ ვიღებთ თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით - თუნდაც მცირე საცალო შესყიდვებისას.
1. დეპოზიტისა და პირველი ქირის გადახდა
დეპოზიტისა და პირველი თვის ქირის გადასახადის დაფარვა აუცილებელია, რომ თქვენი ჯავშანი შევინარჩუნოთ. გადახდის ვადის — 24 საათის — დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა ჯავშნი გაუქმდეს ან შეჩერდეს. თუ გადახდასთან დაკავშირებით გაქვს რაიმე სირთულე, გთხოვთ, დაუყოვნებლად შეგვატყობინო, რათა დაგეხმაროთ და შენი ჯავშანი შევინარჩუნოთ.
საცავის გამოყენების დაწყება დაუშვებელია ჩვენს მიერ დეპოზიტისა და პირველი თვის ქირავნობის თანხის მიღებამდე. ბოლო წუთს განხორციელებული ჯავშნების შემთხვევაში გირჩევთ წინასწარი გადახდის ისეთი მეთოდის გამოყენებას, რომელიც თანხის დაუყოვნებლივ ჩარიცხვას უზრუნველყოფს — რათა თავიდან აიცილოთ დაგვიანება ადგილზე მისვლისას.
შენიშვნა: ჩვენ არ ვიღებთ თანხას ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ გსურთ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა, გთხოვთ, გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები PayBox-ით გადახდების განსახორციელებლად.
საბანკო გადარიცხვა
პირდაპირი საბანკო გადარიცხვები შესაძლებელია ჩვენს ქართულ ანგარიშებზე
მნიშვნელოვანია:
აუცილებლად მიუთითეთ ინვოისის ნომერი და ერთეულის კოდი (თქვენი საცავის უნიკალური კოდი, რომელიც მითითებულია დაჯავშნის დამადასტურებელ ელ.ფოსტაში) აღწერის ველში, რათა სწორად შევუსაბამოთ თქვენი გადახდა ინვოისს.
ქართული ბანკები
საქართველოს ბანკი
შპს სთორსეიფი
GE76BG0000000602638714
ბანკის კოდი (BIC): BAGAGE22
თიბისი
შპს სთორსეიფი
GE83TB7885536080100012
ბანკის კოდი (BIC): TBCBGE22
სხვა ქართული ბანკები
გთხოვთ, გადმორიცხოთ თანხა ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე. ბანკთაშორისი გზავნილები ხშირად არ არის მყისიერი. ბოლო წუთებში დაჯავშნის შემთხვევაში, თუ თანხა ჩვენთან არ აისახა, დაგვჭირდება ვნახოთ გადახდის ქვითარი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოთ საცავის გამოყენების დაწყება.
გადარიცხვები Wise-ით და სხვა საერთაშორისო სერვისებით
ყველა გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ზემოთ მითითებულ რომელიმე ანგარიშზე (საქართველოს ბანკი ან თიბისი).
გთხოვთ, არ სცადოთ Wise-დან Wise-ზე გადარიცხვა, რადგან თანხა არ დაჯდება და ავტომატურად დაგიბრუნდებათ. ასევე, ჩვენ ვერ ვიღებთ გადახდებს ონლაინ სერვისებით, როგორიცაა Venmo, PayPal და სხვ. გთხოვთ გადმორიცხოთ თანხა მხოლოდ ზემოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.
დასახელება: შპს სთორსეიფი
ელ.ფოსტა: info@storesafe.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ვასო გოძიაშვილის ქ. 24. 0159
თხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი გადარიცხვები ჩვენს ბანკის ანგარიშზე აისახება 1 ან მეტ სამუშაო დღეში. ბოლო წუთს დაჯავშნის შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა ვერ ესწრება ჩვენს ანგარიშზე, გირჩევთ გადაიხადოთ ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატით (PayBox).
ყველა გადასახადი უნდა იყოს ჩამოსული ჩვენთან ლარში. გადარიცხვებთან ან ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკომისიო უნდა გადაიხადოთ თქვენ მიერ. ნებისმიერი ბანკის სავალუტო საკომისიო, რომელიც წარმოიშვა ჩვენ მიერ ამ მეთოდის გამოყენების გამო, დაგერიცხებათ თქვენ, კლიენტი.
საერთაშორისო ბანკები
გადარიცხვა შეგიძლიათ განახორციელოთ ზემოთ მითითებულ რომელიმე ანგარიშზე (საქართველოს ბანკი ან თიბისი), ბანკის კოდის და სხვა აუცილებელი ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც ზემოთ არის მოცემული.
საერთაშორისო გადარიცხვებს ტრადიციული ბანკებიდან ხშირად ახლავს დამატებითი საკომისიოები. მაგალითად, SWIFT ტრანზაქციის საკომისიო ხშირად $15 დოლარს ან მეტს შეადგენს. გთხოვთ, გადარიცხვამდე გადაამოწმეთ თქვენს ბანკთან ნებისმიერი შესაძლო საკომისიო.
თხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთი გადარიცხვები ჩვენს ბანკის ანგარიშზე აისახება 1 ან მეტ სამუშაო დღეში. ბოლო წუთს დაჯავშნის შემთხვევაში, თუ თანხის ასახვა ვერ ესწრება ჩვენს ანგარიშზე, გირჩევთ გადაიხადოთ ბარათით ან სწრაფი გადახდის აპარატით (PayBox).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს ეროვნულ ვალუტაში — ლარში (GEL). გადარიცხვასა და ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკომისიო სრულად ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ მიღებულ გადარიცხვაზე ბანკის ან კურსთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯი წარმოიშვება, აღნიშნული თანხა დაემატება გადასახდელ ჯამს და დაგეკისრებათ თქვენ, როგორც მომხმარებელს.
გადახდის აპარატი (PayBox)
თქვენ შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ ზემოთ მითითებულ ქართულ საბანკო ანგარიშებზე (საქართველოს ბანკი / თიბისი) პირდაპირ PayBox აპარატებიდან, რომლებიც თბილისსში სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული. მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს თანხის საბანკო ანგარიშზე გადასარიცხად. როგორც წესი, შესაძლებელია ნაღდი ფულის შეტანა PayBox აპარატში გადარიცხვისთვის. შესაძლოა გადარიცხვის დასასრულებლად დაგჭირდეთ SMS კოდის მიღება.
დამატებითი ინსტრუქციები მალე ხელმისაწვდომი იქნება.
ბარათით გადახდა ადგილზე (საკრედიტო/სადებეტო ბარათით)
გადახდა შესაძლებელია ბარათით პირდაპირ ჩვენს ოფისში, იმ ობიექტზე, სადაც თქვენი საცავი მდებარეობს. ჯავშნის გაუქმების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ოფისს 24 საათის განმავლობაში ჯავშნის გაკეთების მომენტიდან და შეასრულოთ საწყისი გადახდა.
თუ ჯავშანს ბოლო წუთს აკეთებთ (ანუ 24 საათზე ნაკლები დროით ადრე) და გსურთ გადახდა და საცავში შესვლა ერთდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა მცირე შეფერხება მოხდეს, სანამ თქვენი ჯავშნის დამუშავება დასრულდება. სწორედ ამიტომ, გირჩევთ წინასწარ გადახდას ერთ-ერთი სხვა ხელმისაწვდომი მეთოდით, რათა საცავში შეუფერხებლად შეძლოთ შესვლა.
ონლაინ გადახდა საკრედიტო ან სადებეტო ბარათით
ონლაინ ბარათით გადახდა – მალე ხელმისაწვდომი იქნება!
2. ყოველთვიური განმეორებითი ქირის გადახდა
რეკომენდებულია გადახდების ავტომატიზაცია, რათა არ გამოტოვოთ თვიური ვადები და თავიდან აიცილოთ დაგვიანებული გადახდის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმები.
საბანკო გადარიცხვა — ავტომატური გადარიცხვის დაყენება
გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები მოცემულია ზემოთ.
საქართველოს ბანკი — ავტომატური გადარიცხვა
მობილური ბანკის აპლიკაციაში გადადით:
ჩემი სივრცე (მენიუს ქვედა ნაწილში) -> ავტომატური სერვისები -> ავტომატური გადარიცხვები
მიჰყევით ინსტრუქციას ჩვენი საბანკო ანგარიშის დასამატებლად, მიუთითეთ თვიური გადახდის სიხშირე და თანხა, და დააყენეთ ავტომატური გადარიცხვა ისე, რომ განმეორდეს ყოველთვიურად თქვენი საცავში შესვლის თარიღთან შესაბამის დღეს.
თიბისი - ავტომატური გადარიცხვა
მობილური ბანკის აპლიკაციაში გადადით:
გადარიცხვები (ქვედა მენიუს ხატულა) -> გადადით ქვემოთ "ჩემი შეკვეთები" -> ავტომატური გადარიცხვები -> მუდმივი შეკვეთები -> ღილაკი "+" და "გადარიცხვა სხვაზე"
მიჰყევით ინსტრუქციას ჩვენი საბანკო ანგარიშის დასამატებლად, მიუთითეთ თვიური გადახდის სიხშირე და თანხა, და დააყენეთ ავტომატური გადარიცხვა ისე, რომ განმეორდეს ყოველთვიურად თქვენი საცავში შესვლის თარიღთან შესაბამის დღეს.
სხვა ბანკები / საერთაშორისო ბანკები
სხვა ბანკებიდან ავტომატური გადარიცხვის/მუდმივი დავალების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს. ან გადაიხადეთ ხელით ყოველთვიური ვადის გასვლამდე.
გადახდის აპარატი (PayBox)
შეგიძლიათ გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით ან ადგილობრივი საბანკო გადარიცხვით ნებისმიერ PayBox-ში. მიჰყევით ინსტრუქციას PayBox განყოფილებაში ზემოთ თითოეული გადახდისთვის.
ეს პროცესი ავტომატურად ვერ ხორციელდება, ამიტომ ყოველი თვის გადახდა საჭიროა ხელით, PayBox აპარატით, ვადამდე განახორციელოთ.
საკრედიტო/სადებეტო ბარათი
თვეში ერთხელ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და ბარათით ადგილზე გადახდით დაფაროთ გადასახადი ვადამდე. თქვენი კომფორტისთვის, შესაძლებელია წლიური ან კვარტალური გადასახადების შეთანხმებაც, რათა საჭირო ვიზიტების რაოდენობა შემცირდეს.
როგორც ზემოთ არის ახსნილი, რეგულარული ავტომატური გადარიცხვის დაყენება, როგორც წესი, უფრო მარტივი და მოსახერხებელი მეთოდია, ვიდრე ყოველთვიური გადახდა ბარათით ხელით.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შევძლებთ თვიური ბარათით გადახდების ავტომატურ რეჟიმში შეთავაზებას.